GeorgianEnglish
ჩვენს შესახებახალი ამბებითანამშრომელთა პროფილებიკონტაქტიბლოგი
ტენდერი: ”სარწყავი სისტემის მოწყობა კოოპერატივ ’’აგროპროდუქტისათვის’’

30.10.2009

გურიის აგრობიზნესნცეტრი აცხადებს ტენდერს ჩეხეთის კარიტასის მერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს კოოპერატივ ”აგროპროდუქტისათვის” სარწყავი სისტემის მოწყობისათვის საჭირო მასალების მიწოდებას.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა დეტალური ინფორმაცია მოიკითხეთ გურიის აგრობიზნესცენტრის ოფისში.

ტენდერში მონაწილე დაინტერესებულმა საწარმოებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განაცხადის ფორმა
2. რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
3. არსებული ფორმატის მიხედვით ხარჯთაღრიცხვამასალების შესყიდვებისათვის. სავალდებულოა სამუშოების წარმოების განრიგი.

სატენდერო განაცხადი უნდა მოთავსდესდახურულ, გაუმჭვირვალე პაკეტში, ოთხივე მხარეს უნდა დაესვას ბეჭედი და ხელმოწერა. ბეჭედის არარსებობის შემთხვევაში გაკეთდეს ხელწერა და დაილუქოს;

დალუქული პაკეტის გარეშე განაცხადი ა რ მიიღება;

საკონტაქტო ინფორმაცია:
სატენდერო განაცხადი ჩაბარდეს გურიისა გრობზიენსცეტნრის ოფისში, რომელიც მდებარეობს: ქ. ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქ.#4 . ტელ:: (8296) 7 42 78; E-mail: guria_abc@mail.ru  
საკონტაქტო პირი: ალეკო მამეშვილი




ახალი პროექტი...
გურიის ეკონომიკური ფორუმი...
ტენდერი: ,,აგროპროდუქტისათვის არასტანდარტული ხილის გადამამუშავებელი დანადგარის მიწოდება”...
ტენდერი: ”ფუნდამეტისათვის საჭირო მასალები”...
ტენდერი: ”სარწყავი სისტემის მოწყობა კოოპერატივ ’’აგროპროდუქტისათვის’’...
ტრენინგი: ”საშუალო ფენის ეკონომიკური ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში”...
ტენდერის შედეგები...
ტენდერი: ”ხილის საშრობი დანადგარის დამზადება გურიის რეგიონში”...
ტენდერი: ”სამშენებლო მასალების შესყიდვა გურიის რეგიონში”....
”საკუთრების უფლებების დაცვის კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები”....
ჩვენს შესახებ

 საქართველო აგრარული ქვეყანაა და სოფლის მეურნეობა შეიძლება განვიხილოთ როგორც ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, რომლის სიძლიერესა და სიჯანსაღეზეა დამოკიდებულია ეკონომიკის აღმავლობა და საზოგადოების თითოეული წევრის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
 უკანასკნელ წლებში საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის დიდი ნაწილის წარმმართველი კერძო სექტორის ინიციატივა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მიღწეულ იქნა გარკვეული პროგრესი, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
 გურიის აგრობიზნესცენტრი მიზნად ისახავს გურიის რეგიონში სოფლის მეურნეობის და ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის ამაღლებას ფერმერთა უკეთ ინფორმირების, მეწარმეთა სწავლების, საექსპორტო ბაზრის გაძლიერების, საკრედიტო რესურსებთან ფერმერეთა და მეწარმეთა დაკავშირების, ახალგაზრდების განათლების და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირურთიერთობის დამყარების გზით. 
 ორგანიზაციამ დაარსებიდან დღემდე განახორციელა პროექტები სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით _ მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, ევრაზიის ფონდი, UNDP, WFP, CARE/West GCMI, IOCC, CHF Int, CARITAC, IESC.

Created By Pro-Service
Copyright © 2023 GABC. All rights reserved.