GeorgianEnglish
ჩვენს შესახებახალი ამბებითანამშრომელთა პროფილებიკონტაქტიბლოგი
ტენდერი: ”ხილის საშრობი დანადგარის დამზადება გურიის რეგიონში”

კოოპერატივი ”აგროპროდუქტისათვის” ხილი საშრობი დანადგარის დამზადებისათვის გამოცხადდა ტენდერი. ტენდერის მიზანია გამოავლინოს კომპანიები, რომლებიც მოახდენენ ხილის საშრობის დანადგარის დამზადებას. ტენდერში მონაწილე დაინტერესებულმა საწარმოებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განაცხადის ფორმა;
2. რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
3. ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
4. არსებული ფორმატის მიხედვით ხარჯთაღრიცხვა. სავალდებულოა სამუშაოთა წარმოების განრიგი;
სატენდერო განაცხადი უნდა მოთავსდეს დახურულ, გაუმჭვირვალ პაკეტში. ოთხივე მხარეს უნდა დაესვას ბეჭედი და ხემოწერა (ბეჭედის არარსებობის შემთხვევაშიგაკეთდეს ხელწერა) და დაილუქოს; დალუქული კონვერტის გარეშე საბუთები არ მიიღება;
სატენდერო განაცხადი უნდა ჩაბარდეს გურიის აგრობიზნესცენტრის ოფისში, შემდეგ მისამართზე: ქ. ოზურგეთი, ჭავჭავაძის ქ. #4. ტელ: (8-296) 7 42 78; E-mail: guria_abc@mail.ru  
საკონტაქტო პირი: მანანა ჩხაიძე
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა - 2009 წლის 4 მაისი, 17:00 საათი





ტენდერი: ”ფუნდამეტისათვის საჭირო მასალები”...
ტენდერი: ”სარწყავი სისტემის მოწყობა კოოპერატივ ’’აგროპროდუქტისათვის’’...
ტრენინგი: ”საშუალო ფენის ეკონომიკური ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში”...
ტენდერის შედეგები...
ტენდერი: ”ხილის საშრობი დანადგარის დამზადება გურიის რეგიონში”...
ტენდერი: ”სამშენებლო მასალების შესყიდვა გურიის რეგიონში”....
”საკუთრების უფლებების დაცვის კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები”....
საერთაშორისო გამოფენა "Agro Balt 2007"...
გურიაში ფერმერულ გაერთიანებათა პოტენციალის ზრდა...
ტრენინგი - ”აგრობიზნესის მართვის სოციალურ-ეკონომიკური პრინციპები”...
ჩვენს შესახებ

 საქართველო აგრარული ქვეყანაა და სოფლის მეურნეობა შეიძლება განვიხილოთ როგორც ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, რომლის სიძლიერესა და სიჯანსაღეზეა დამოკიდებულია ეკონომიკის აღმავლობა და საზოგადოების თითოეული წევრის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
 უკანასკნელ წლებში საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის დიდი ნაწილის წარმმართველი კერძო სექტორის ინიციატივა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მიღწეულ იქნა გარკვეული პროგრესი, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
 გურიის აგრობიზნესცენტრი მიზნად ისახავს გურიის რეგიონში სოფლის მეურნეობის და ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის ამაღლებას ფერმერთა უკეთ ინფორმირების, მეწარმეთა სწავლების, საექსპორტო ბაზრის გაძლიერების, საკრედიტო რესურსებთან ფერმერეთა და მეწარმეთა დაკავშირების, ახალგაზრდების განათლების და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირურთიერთობის დამყარების გზით. 
 ორგანიზაციამ დაარსებიდან დღემდე განახორციელა პროექტები სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით _ მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, ევრაზიის ფონდი, UNDP, WFP, CARE/West GCMI, IOCC, CHF Int, CARITAC, IESC.

Created By Pro-Service
Copyright © 2014 GABC. All rights reserved.