GeorgianEnglish
ჩვენს შესახებახალი ამბებითანამშრომელთა პროფილებიკონტაქტიბლოგი
,,იგრძენი თავი დაცულად“

ოჯახური ძალადობა საზოგადოების პრობელმაა და მოიცავს საზოგადოებრივი ურთიერთობების ყველა ასპექტს. მისი შედეგები აისახება სოციალური ყოფის სხვადასხვა სფეროებში და უკავშირდება მოზარდების უფლებების დაცვას, სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას. დიდი ხანი არ არის რაც ეს თემა განხილვის საგანია საქართველოში, აქედან გამომდინარე,  ოჯახური ძალადობა ღიად არ განიხილება საზოგადოებაში. პრობლემა უფრო მწვავედ დგას სოფლის მოსახლეობაში.

როექტის მიზანია: სოციალური და მენტალური ცვლილების ჩამოყალიბება, რომელიც მიმართული იქნება ოჯახური ძალადობისკენ და მსხვერპლთა დაცვის მხარდაჭერა კოორდინირებული საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაზრდით თემის მოსახლეობაში.

როექტის ამოცანები:

·         სოფლის მოსახლეობის განათლების დონის ზრდა და მენტალური ცვლილებები ოჯახური ძალადობის მიმართ;

·         ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა აქტიური მონაწილეობის მხარდაჭერა საზოგადოებრივ ცხოვრებაში;

 სოფლის მოსახლეობის წარმომადგენლებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის/თავშესაფრის სხვადასხვა სერვისების შეთავაზება. 

 

დონორი: ა.შ.შ საელჩო საქართველოში

პროექტის ხანგრძლივობა : 2014- 2015 

 

 

 

 

 

 

 

 



ახალი პროექტი...
გურიის ეკონომიკური ფორუმი...
ტენდერი: ,,აგროპროდუქტისათვის არასტანდარტული ხილის გადამამუშავებელი დანადგარის მიწოდება”...
ტენდერი: ”ფუნდამეტისათვის საჭირო მასალები”...
ტენდერი: ”სარწყავი სისტემის მოწყობა კოოპერატივ ’’აგროპროდუქტისათვის’’...
ტრენინგი: ”საშუალო ფენის ეკონომიკური ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში”...
ტენდერის შედეგები...
ტენდერი: ”ხილის საშრობი დანადგარის დამზადება გურიის რეგიონში”...
ტენდერი: ”სამშენებლო მასალების შესყიდვა გურიის რეგიონში”....
”საკუთრების უფლებების დაცვის კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები”....
ჩვენს შესახებ

 საქართველო აგრარული ქვეყანაა და სოფლის მეურნეობა შეიძლება განვიხილოთ როგორც ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, რომლის სიძლიერესა და სიჯანსაღეზეა დამოკიდებულია ეკონომიკის აღმავლობა და საზოგადოების თითოეული წევრის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
 უკანასკნელ წლებში საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის დიდი ნაწილის წარმმართველი კერძო სექტორის ინიციატივა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მიღწეულ იქნა გარკვეული პროგრესი, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
 გურიის აგრობიზნესცენტრი მიზნად ისახავს გურიის რეგიონში სოფლის მეურნეობის და ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის ამაღლებას ფერმერთა უკეთ ინფორმირების, მეწარმეთა სწავლების, საექსპორტო ბაზრის გაძლიერების, საკრედიტო რესურსებთან ფერმერეთა და მეწარმეთა დაკავშირების, ახალგაზრდების განათლების და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირურთიერთობის დამყარების გზით. 
 ორგანიზაციამ დაარსებიდან დღემდე განახორციელა პროექტები სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით _ მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, ევრაზიის ფონდი, UNDP, WFP, CARE/West GCMI, IOCC, CHF Int, CARITAC, IESC.

Created By Pro-Service
Copyright © 2023 GABC. All rights reserved.