GeorgianEnglish
ჩვენს შესახებახალი ამბებითანამშრომელთა პროფილებიკონტაქტიბლოგი
,,წინ სრულყოფილი ცხოვრებისაკენ"

 გურიის აგრობიზნეს ცენტრი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ანხორციელებს პროექტს „წინ სრულყოფილი ცხოვრებისაკენ“. პროექტი მიზნად ისახავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა გრძელვადიან რეაბილიტაციას და რეინტეგრაციას, რომლის მიზანია მათი ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერება, ასევე, საზოგადოების სხვადასხვა სექტორთან ახლო თანამშრომლობის საფუძველზე ფსიქო-სოციალური მზრუნველობა.

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობების ძირითადი მიზანია უზრუნველყოს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრის, მრავალპროფილიანი საქმიანობა, რათა საბოლოო ჯამში მიღწეულ იქნას ძალადობის მსხვერპლთა კომპლექსური რეინტეგრაცია და რეაბილიტაცია და საზოგადოებაში მათი სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებისა და თანაცხოვრების პროცესის ხელშეწყობა.

პროექტის ხანგრძლივობა: 2012-2014 წწ.  

 



ახალი პროექტი...
გურიის ეკონომიკური ფორუმი...
ტენდერი: ,,აგროპროდუქტისათვის არასტანდარტული ხილის გადამამუშავებელი დანადგარის მიწოდება”...
ტენდერი: ”ფუნდამეტისათვის საჭირო მასალები”...
ტენდერი: ”სარწყავი სისტემის მოწყობა კოოპერატივ ’’აგროპროდუქტისათვის’’...
ტრენინგი: ”საშუალო ფენის ეკონომიკური ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში”...
ტენდერის შედეგები...
ტენდერი: ”ხილის საშრობი დანადგარის დამზადება გურიის რეგიონში”...
ტენდერი: ”სამშენებლო მასალების შესყიდვა გურიის რეგიონში”....
”საკუთრების უფლებების დაცვის კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები”....
ჩვენს შესახებ

 საქართველო აგრარული ქვეყანაა და სოფლის მეურნეობა შეიძლება განვიხილოთ როგორც ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, რომლის სიძლიერესა და სიჯანსაღეზეა დამოკიდებულია ეკონომიკის აღმავლობა და საზოგადოების თითოეული წევრის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
 უკანასკნელ წლებში საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის დიდი ნაწილის წარმმართველი კერძო სექტორის ინიციატივა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მიღწეულ იქნა გარკვეული პროგრესი, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
 გურიის აგრობიზნესცენტრი მიზნად ისახავს გურიის რეგიონში სოფლის მეურნეობის და ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის ამაღლებას ფერმერთა უკეთ ინფორმირების, მეწარმეთა სწავლების, საექსპორტო ბაზრის გაძლიერების, საკრედიტო რესურსებთან ფერმერეთა და მეწარმეთა დაკავშირების, ახალგაზრდების განათლების და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირურთიერთობის დამყარების გზით. 
 ორგანიზაციამ დაარსებიდან დღემდე განახორციელა პროექტები სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით _ მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, ევრაზიის ფონდი, UNDP, WFP, CARE/West GCMI, IOCC, CHF Int, CARITAC, IESC.

Created By Pro-Service
Copyright © 2017 GABC. All rights reserved.