GeorgianEnglish
ჩვენს შესახებახალი ამბებითანამშრომელთა პროფილებიკონტაქტიბლოგი
საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქ. ბათუმში მომუშავე ნგო „პროგრესის“ ხელმძღვანელი ნინო გაბუნია და კონსულტანტი თემურ კახიძე.
ასევე შეხვედრაში მონაწილოებდა სამიზნე თემების რწმუნებილები და დეპუტატები, პროექტის სტაფი და სამიზნე თემებში შექმნილი ცივიც გროუპების წევრები, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები. სამუშაო შეხდვერის პირველი ნახევარი დაეთმო თემას: საქართველოში, მოლდოვასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში თვითმმართველობის ფუნქციონირების სისტემა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის ფუნქციონირების, მისი დამახასიათებელი ნიშნების შესახებ ისაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა.
ჩეხეთის რესპუბლიკასა და მოლდავეთში მოქმედი ადგილობრივი თვითმართეველობის სისტემის დამახასიათებელი თავისებეურებების შესახებ ისაუბრეს წარმომადგენლებმა ჩეხეთის რესპუბლიკიდან და მოლდავეთიდან.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია თემის ირგვლივ. დიდი დაინტერესება გამოიწვია ადგილობრივი მუნიუციპალიტეტის მიერ სხვადასხვა სახის „სოფლის მხადრაჭერის„ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხების განსაზღვრის მეთოდოლოგიამ.
დღის მეორე ნახევარი დაეთმო თემას: სამოქალაქო საზოგადოების როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში – ფორმები და მეთოდები. საქართველოში საზოგადოებრივ ორგანიზაციათა როლსა და მოსახლოების ჩართულობისა და გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა არასამტავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული გაბნვიტარების კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ხინთიბიძემ, რომელიც ამავე დროს წარმაოდგენს პროექტში შექმნილი ცივიკ გრუპების კოორდინატორს.
საერთაშორისო ვორკშოპის მეორე დღეს პროექტის სამიზნე თემ ჯუმათში გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარის გასვლითი შეხვედრა მოსახლოებასთან. ამ შეხვედრას ესწრებოდა სოფელ ჯუმათის მოსალხეობა, ცივიკ გრუპის წამრომადგენლები. პრეზენტაცია გაუკეთეს სამიზნე თემისათვის მომზადებულ 2 საბიუჯეტო წინადადებას. საბიუჯეტო წინადადებები ეხებოდა სოფელ ჯუმათის ერთ უბანში გზის მოწესრიგებას და მეორე უბანში წყლის პრობლემის მოგვარებას. პრეზენტაციის შემდეგ გაიმათა დისკუსია.


ახალი პროექტი...
გურიის ეკონომიკური ფორუმი...
ტენდერი: ,,აგროპროდუქტისათვის არასტანდარტული ხილის გადამამუშავებელი დანადგარის მიწოდება”...
ტენდერი: ”ფუნდამეტისათვის საჭირო მასალები”...
ტენდერი: ”სარწყავი სისტემის მოწყობა კოოპერატივ ’’აგროპროდუქტისათვის’’...
ტრენინგი: ”საშუალო ფენის ეკონომიკური ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში”...
ტენდერის შედეგები...
ტენდერი: ”ხილის საშრობი დანადგარის დამზადება გურიის რეგიონში”...
ტენდერი: ”სამშენებლო მასალების შესყიდვა გურიის რეგიონში”....
”საკუთრების უფლებების დაცვის კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები”....
ჩვენს შესახებ

 საქართველო აგრარული ქვეყანაა და სოფლის მეურნეობა შეიძლება განვიხილოთ როგორც ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, რომლის სიძლიერესა და სიჯანსაღეზეა დამოკიდებულია ეკონომიკის აღმავლობა და საზოგადოების თითოეული წევრის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
 უკანასკნელ წლებში საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის დიდი ნაწილის წარმმართველი კერძო სექტორის ინიციატივა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მიღწეულ იქნა გარკვეული პროგრესი, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
 გურიის აგრობიზნესცენტრი მიზნად ისახავს გურიის რეგიონში სოფლის მეურნეობის და ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის ამაღლებას ფერმერთა უკეთ ინფორმირების, მეწარმეთა სწავლების, საექსპორტო ბაზრის გაძლიერების, საკრედიტო რესურსებთან ფერმერეთა და მეწარმეთა დაკავშირების, ახალგაზრდების განათლების და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირურთიერთობის დამყარების გზით. 
 ორგანიზაციამ დაარსებიდან დღემდე განახორციელა პროექტები სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით _ მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, ევრაზიის ფონდი, UNDP, WFP, CARE/West GCMI, IOCC, CHF Int, CARITAC, IESC.

Created By Pro-Service
Copyright © 2017 GABC. All rights reserved.