ჩვენს შესახებ საქართველო აგრარული ქვეყანაა და სოფლის მეურნეობა შეიძლება განვიხილოთ როგორც ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, რომლის სიძლიერესა და სიჯანსაღეზეა დამოკიდებულია ეკონომიკის აღმავლობა და საზოგადოების თითოეული წევრის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. უკანასკნელ წლებში საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის დიდი ნაწილის წარმმართველი კერძო სექტორის ინიციატივა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მიღწეულ იქნა გარკვეული პროგრესი, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. გურიის აგრობიზნესცენტრი მიზნად ისახავს გურიის რეგიონში სოფლის მეურნეობის და ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის ამაღლებას ფერმერთა უკეთ ინფორმირების, მეწარმეთა სწავლების, საექსპორტო ბაზრის გაძლიერების, საკრედიტო რესურსებთან ფერმერეთა და მეწარმეთა დაკავშირების, ახალგაზრდების განათლების და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირურთიერთობის დამყარების გზით. ორგანიზაციამ დაარსებიდან დღემდე განახორციელა პროექტები სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით _ მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, ევრაზიის ფონდი, UNDP, WFP, CARE/West GCMI, IOCC, CHF Int, CARITAC, IESC. |
|