GeorgianEnglish
ჩვენს შესახებახალი ამბებითანამშრომელთა პროფილებიკონტაქტიბლოგი

გურიის მედიატორთა ასოციაცია ჩამოყალიბებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ”დემოკრატიის სწავლების მოდელი” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გურიის აგრობიზნესცენტრი. პროექტის მიზანია საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ჯანსაღი დიალოგის ჩამოყალიბება სამოქალაქო მონაწილეობის გზით. ასოციაციის წევრები წარმართავენ მედიაციის პროცესებს აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების განხორციელებისას და ასრულებენ მედიატორის როლს საზოგადოებასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, რათა მიღსეულ იქნას ხელისუფლების მიერ გაუმჯობესებული სერვისების მიწოდება და მათი ეფექტურობა. 

მიზნებია: 

  • სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ზრდა;
  • ადამიანის უფლებისა და თავისუფლების დაცვა;
  • საზოგადოებრივი ცნობიერების ზრდა დაემორჩილონ კანონს;
  • არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა;
  • თემის მობილიზება და სათემო მოძრაობის განვითარება;
  • მოსახლეობის ინფორმაციით უზრუნველყოფა;
  • გარემოს დაცვა და ეკოლოგიური უსაფრთხოების ხელშეწყობა;
  • სოციალური პრობლემების შესწავლა.

 

  საქმიანობები:

 ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად ასოციაცია უზრუნველყოფს:

  • თემის ადგილობრივი ხელისუფლებისმიერ განხორციელებული საქმიანობების მონიტორინგის პროცესში აქტიურ     მონაწილეობას;
  • თემის მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი მოგვარებისათვის ორმხრივი მუშაობა ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის;
  • საპროექტო წინადადებების პროცესში აქტიურ მონაწილეობას;
  • მედიაციის პროცესების წარმოება თემის ხელისუფლებასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის;
  • საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებები;
  • კონფერენციების, სემინარებისა და დისკუსიების ორგანიზება;
  • სამეწარმეო საქმიანობის ჩატარება, რომელიც არ შეცვლის მის, როგორც არამომგებიანი იურიდიული ერთეულის ხასიათს.
  • სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება , რომელიც კანონით არ არის აკრძალული.  





სიახლე
,,იგრძენი თავი დაცულად“
ოჯახური ძალადობა საზოგადოების პრობელმაა და მოიცავს საზოგადოებრივი ურთიერთობების ყველა ასპექტს. მისი შედეგები აისახება სოციალური ყოფის სხვადასხვა სფეროებში და უკავშირდება მოზარდების უფლებების დაცვას, სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას. დიდი ხანი არ არის რაც ეს თემა განხილვის საგანია საქართველოში, აქედან გამომდინარე, ოჯახური ძალადობა ღიად არ განიხილება საზოგადოებაში. პრობლემა უფრო მწვავედ დგას სოფლის მოსახლეობაში.
„ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალეობა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის გზით საქართველოსა და მოლდოვაში“
საქართველო და მოლდოვა მსგავს ნაბიჯებს დგამენ ევროკავშირთან დაახლოვებისათვის. დემოკრატიის გაძლიერება, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა ორივე ქვეყნის მთავრობის მიერ აღიარებულია, როგორ ძირითადი პრიორიტეტები. ადგილობრივი თვითმმართველობა არის მოქალაქის უფლება და შესაძლებლობა ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების დახმარებით მოახერხოს სხვადასხვა საკითხების გადაჭრაში მონაწილეობის მიღება.
,,წინ სრულყოფილი ცხოვრებისაკენ"
გურიის აგრობიზნეს ცენტრი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ანხორციელებს პროექტს „წინ სრულყოფილი ცხოვრებისაკენ“. პროექტი მიზნად ისახავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა გრძელვადიან რეაბილიტაციას და რეინტეგრაციას, რომლის მიზანია მათი ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერება, ასევე, საზოგადოების სხვადასხვა სექტორთან ახლო თანამშრომლობის საფუძველზე ფსიქო-სოციალური მზრუნველობა.
საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა
28 – 29 ნოემბერს, ჩეხეთის კარიტასისა და ჩეხეთის განვითარების მიერ დაფინანსებული პროექტის ,ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გაუმჯობესება სამოქალაქო მონაწილეობის გზით” ფარლებში ჩატარდა საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის პირველი სამუშაო დღე ჩატარდა ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს შენობაში მუნიციპალური საკრებულოს სხდომათა დარბაზში. შეხვედრას ესწრებოდნენ: კატერინა ზეზულკოვა (ჩეხეთის რესპუბლიკა), ვიტალი შრეკი (მოლდოვის რესპუბლიკა), ნიკოლაი დანდისი (ჩეხეთის რესპუბლიკა).

Created By Pro-Service
Copyright © 2017 GABC. All rights reserved.