პროდუქტი/მომსახურება
პროდუქტი ფერმერთა გაერთიოანებით შესაძლებელი გახდა მომხმარებლებისათვის საჭირო რაოდენობის, ხარისხისადა საჭირო დროს პროდუქციის მიწოდება. კოოპერატივში არსებული ხილის დამხარისხებელი და ხილის შესანახი საცავი უზრუნველყოფს ხარისხიანი პროდუქციის სტაბილურ მიწოდებას.
ფერმერული კოოპერატივი ”აგროპროდუქტის” ძირითად პროდუქტებს წარმოადგენს:
- ციტრუსი - მანდარინი, ლიმონი, ფორთოხხალი, გრეიფრუთი;
- კივი - შესაძლებელია 6-7 თვის განმავლობაში სტაბილური მიწოდება;
- სუბტროპიკული ხურმა;
- მშრალი ხურმა - შრობა ხდება ინფრაწითელი სხივების გამოყენებით რაც უზრუნველყოფს პროდუქტის ხარისხის და კვებითი ღირებულების შენარჩუნებას;
- მოცვის ნაყოფი - იკრიფება გურიის რეგიონის მარალმტიან სოფლებში და არის ეკოლოგიურად სუფთა;
- მშრალი მოცვი - შრობა ხდება ინფრაწითელი სხივების გამოყენებით რაც უზრუნველყოფს პროდუქტის ხარისხის და კვებითი ღირებულების შენარჩუნებას;
- დაფნის ფოთოლი
- უმაღლესი ხარისხის ჩაის პროდუქცია - შავი და მწვანე ჩაი;
კოოპერატივის პროდუქტების მომხმარებლებია: - ადგილობრივი და საერთაშორისო საცალო და საბითუმო კომპანიები: ხელშეკრულების საფუძველზე ჩაის, ცოცხალი ხილის, მშრალი ხილის პროდუქციის მომხმარებელია ადგილობრივი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მოქმედი საცალო და საბითუმო კომპანიები;
- ადგილობრივი ხილის გადამამუშავებელი საწარმოები: გაფორმდა ხელშეკრულება წაბლის პროდუქტის და მოცვის ნაყოფის გადამამუშავებელ საწარმოსთან ”შპს ”დელიდორთან”, სადაც დაგეგმილია 50 ტ წაბლის და 10 ტ მოცვის მიწოდება;
- ადგილობრივი ექსპორტიორი ფირმები: მოეწყო შეხვედრები ქ. ბათუმსა და ქ. ფოთში მოქმედ ექსპორტიორ ფირმებთან, გაფორმდა ხელშეკრულება 300 ტ ციტრუსის რეალიზაციის შესახებ;
- ქ. თბილისში მოქმედი სუპერმარკეტები: ჩატარდა ქ. თბილისში მოქმედი მარკეტების, რესტორნის და სასტუმროს საჭიროებების კვლევა. 35 საწარმო შეგვიძლია განვიხილოთ კოოპერატივის პროდუქტების პოტენციურ მომხმარებლად. მათ ძირითად ინტერესს წარმოადგენს კივის, ფეიხოას, მშრალი მოცვის და ხურმის პროდუქტი დაფასოებული სახით.
რეკლამირება ”აგროპროდუქტის” საქმიანობის რეკლამირებისა და წახალისების მიზნით: - მომზადდა კოოპერატივის ეტიკეტი, რომელიც გამოყენებულ იქნება შესაფუთ მასალებზე;
- დაიბეჭდა საინფორმაციო ლიფლეტი კოოპერატივის შესახებ
- კოოპერატივის პროდუქცია წარმოდგენილი იყო ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში გამართულ საერთაშორისო გამოფენებზე
- ეწყობა მრგვალი მაგიდის შეხვედრები დაინტერესებულ პირებისა და ორგანიზაციებისათვის: ოზურგეთი, ბათუმი, თბილისი;
produqtis saxeebi da miwodebis periodi:
|
|
|
,,იგრძენი თავი დაცულად“
ოჯახური ძალადობა საზოგადოების პრობელმაა და მოიცავს საზოგადოებრივი ურთიერთობების ყველა ასპექტს. მისი შედეგები აისახება სოციალური ყოფის სხვადასხვა სფეროებში და უკავშირდება მოზარდების უფლებების დაცვას, სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას. დიდი ხანი არ არის რაც ეს თემა განხილვის საგანია საქართველოში, აქედან გამომდინარე, ოჯახური ძალადობა ღიად არ განიხილება საზოგადოებაში. პრობლემა უფრო მწვავედ დგას სოფლის მოსახლეობაში.
|
|
|
|
,,წინ სრულყოფილი ცხოვრებისაკენ"
გურიის აგრობიზნეს ცენტრი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ანხორციელებს პროექტს „წინ სრულყოფილი ცხოვრებისაკენ“. პროექტი მიზნად ისახავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა გრძელვადიან რეაბილიტაციას და რეინტეგრაციას, რომლის მიზანია მათი ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერება, ასევე, საზოგადოების სხვადასხვა სექტორთან ახლო თანამშრომლობის საფუძველზე ფსიქო-სოციალური მზრუნველობა.
|
|
|
|
საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა
28 – 29 ნოემბერს, ჩეხეთის კარიტასისა და ჩეხეთის განვითარების მიერ დაფინანსებული პროექტის ,ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გაუმჯობესება სამოქალაქო მონაწილეობის გზით” ფარლებში ჩატარდა საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის პირველი სამუშაო დღე ჩატარდა ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს შენობაში მუნიციპალური საკრებულოს სხდომათა დარბაზში. შეხვედრას ესწრებოდნენ:
კატერინა ზეზულკოვა (ჩეხეთის რესპუბლიკა), ვიტალი შრეკი (მოლდოვის რესპუბლიკა), ნიკოლაი დანდისი (ჩეხეთის რესპუბლიკა).
|
|
|
|
|