GeorgianEnglish
ჩვენს შესახებახალი ამბებითანამშრომელთა პროფილებიკონტაქტიბლოგი
სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი "აგროპროდუქტი"

მცირემიწიანი ფერმერული მეურნეობებისა და შესაბამისად არასაკმარისი რაოდენობის პროდუქციის არსებობის გამო, ცალკეული ფერმერი მოკლებულია შესაძლებლობებს პირდაპირი ურთიერთობები დაამყაროს შემსყიდველთან და დააინტერესოს თავისი პროდუქციის მომხმარებელი. კოოპერატივი, როგორც ფერმერული გაერთიანება, საშუალებას აძლევს კოოპერატივის წევრებს ოპტიმალურ პირობებში მოახდინონ თავიანთი პროდუქციის რეალიზაცია და ყველა გზა და შესაძლებლობა გამოიყენონ საკუთარი შემოსავლების ზრდისათვის. კოოპერატივი უზრუნველყოფს სრულ საწარმოო ჯაჭვს - ნედეულის წარმოებიდან მის საბოლოო მომხმარებლამდე.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი "აგროპროდუქტი" წარმოადგენს ფერმერთა ნებაყოფლობით გაერთიანებას საერთო მიზნის მისაღწევად.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი "აგროპროდუქტის" საქმიანობის ძირითადი მიზანია:
  • რთობლივი ხარჯებითა და საშუალებებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ჩაი, ციტრუსი, კივი, ფეიხოა, წაბლი, ხურმა, თხილი) წარმოებისა და მისი რეალიზაციის ზრდა;
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მიზნით ერთობლივად სათესლე მასალის, შხამ-ქიმიკატებისა, სასუქებისა და სხვა აუცილებელი ტექნიკური საშუალებების შეძენა;

კოოპერატივის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად წევრი ფერმერების შენატანების შედეგად იქმნება კოოპერატივის ფინანსური ფონდი, რომელიც ხმარდება კოოპერატივის მიერ გაწეული ხარჯების დაფარვას. ამასთან, იგი გამოიყენება კოოპერტივის ტექნიკური საშუალებების სრულყოფის მიზნით;

  • 2006-2008 წლებში კოოპერატივი საქმიანობდა როგორც სასოფლო-სამეურნეო ამხანაგობა და 2009 წელს მოხდა მისი რეგისტრაცია კოოპერატივად;
  • კოოპერატივი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით;
  • კოოპერატივი რეგისტრირებულია როგორც გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოში; აქვს ანგარიშს; გააჩნია ბეჭედი, საკუთარი ემბლემა და სასაქონლო ნიშნები;
  • კოოპერატივი მისამართია: ოზურგეთის რაიოი, სოფ. ლიხაური;
სიახლე
,,იგრძენი თავი დაცულად“
ოჯახური ძალადობა საზოგადოების პრობელმაა და მოიცავს საზოგადოებრივი ურთიერთობების ყველა ასპექტს. მისი შედეგები აისახება სოციალური ყოფის სხვადასხვა სფეროებში და უკავშირდება მოზარდების უფლებების დაცვას, სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას. დიდი ხანი არ არის რაც ეს თემა განხილვის საგანია საქართველოში, აქედან გამომდინარე, ოჯახური ძალადობა ღიად არ განიხილება საზოგადოებაში. პრობლემა უფრო მწვავედ დგას სოფლის მოსახლეობაში.
„ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალეობა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის გზით საქართველოსა და მოლდოვაში“
საქართველო და მოლდოვა მსგავს ნაბიჯებს დგამენ ევროკავშირთან დაახლოვებისათვის. დემოკრატიის გაძლიერება, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა ორივე ქვეყნის მთავრობის მიერ აღიარებულია, როგორ ძირითადი პრიორიტეტები. ადგილობრივი თვითმმართველობა არის მოქალაქის უფლება და შესაძლებლობა ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების დახმარებით მოახერხოს სხვადასხვა საკითხების გადაჭრაში მონაწილეობის მიღება.
,,წინ სრულყოფილი ცხოვრებისაკენ"
გურიის აგრობიზნეს ცენტრი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ანხორციელებს პროექტს „წინ სრულყოფილი ცხოვრებისაკენ“. პროექტი მიზნად ისახავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა გრძელვადიან რეაბილიტაციას და რეინტეგრაციას, რომლის მიზანია მათი ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერება, ასევე, საზოგადოების სხვადასხვა სექტორთან ახლო თანამშრომლობის საფუძველზე ფსიქო-სოციალური მზრუნველობა.
საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა
28 – 29 ნოემბერს, ჩეხეთის კარიტასისა და ჩეხეთის განვითარების მიერ დაფინანსებული პროექტის ,ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გაუმჯობესება სამოქალაქო მონაწილეობის გზით” ფარლებში ჩატარდა საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის პირველი სამუშაო დღე ჩატარდა ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს შენობაში მუნიციპალური საკრებულოს სხდომათა დარბაზში. შეხვედრას ესწრებოდნენ: კატერინა ზეზულკოვა (ჩეხეთის რესპუბლიკა), ვიტალი შრეკი (მოლდოვის რესპუბლიკა), ნიკოლაი დანდისი (ჩეხეთის რესპუბლიკა).

Created By Pro-Service
Copyright © 2017 GABC. All rights reserved.