GeorgianEnglish
ჩვენს შესახებახალი ამბებითანამშრომელთა პროფილებიკონტაქტიბლოგი

პროექტის სახელწოდება: “მოსწავლეთა ჩართულობის ზრდა სკოლის ცხოვრებაში”

მხარდამჭერი ორგანიზაცია: მსოფლიო ბანკი

პროექტის მიზანი: განათლების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა სკოლის ეკონომიკურ ცხოვრებაში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით.

ჩატარებული საქმიანობები: პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონის 4 საშუალო სკოლაში ჩამოყალიბებული აგრარული ახალგაზრდული კლუბის წევრებისათვის: ჩატარდა ტრენინგ-პროგრამა სასოფლო-სამეურნეო და ბიზნესსაკითხებზე; სამეურვეო საბჭოს წევრებთნ თანამშორმლობის საფუძველზე თითოეულ კლუბში მომზადდა სკოლის ეკონომიკური განვითარების გეგმა; განისაზღვრა პრიორიტეტული პრობლემები და მომზადდა მიკროპროექტები; მიკროპროექტები წარდგენილ იქნა სკოლის სამეურვეო საბჭოს, ადგილობრივი მთავრობის, სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წინაშე მათი შემდგომი დაფინასების მიზნით.

შედეგები:
  • 4 აგრარული ახალგაზრდული კლუბის 120 წევრმა მიიღო ინფორმაცია განათლების რეფორმის მიმდინარეობისა და ამ რეფორმის თანახმად მოსწავლეთა უფლებებსა და მოვალეობების შესახებ. მოსწავლეები გაეცნენ სამეურვეო საბჭოს სკოლის თვითმმართველობის ფუნქციებს, მათ როლს და მნიშვნელობას;
  • 80 მოსწავლე მონაწილეობას ღებულობდა საკუთარი სკოლის ეკონომიკური რესურსების კვლევასა და ეკონომიკური განვითარების გეგმის მომზადებაში;
  • მომზადდა ეკონომიკური განვითარების გეგმა თითოეული კლუბისათვის; მომზადდა 4 საპროექტო წინადადება კლუბის შემდგომი განვითარებისათვის;
  • 120 კლუბის წევრი მოსწავლე მონაწილეობას ღებულობდა საპროექტო წინანდადების პრეზენტაციაში;
  • გამოშვებულ იქნა 3 საინფორმაციო ბიულეტენი “არჩევანი ჩვენ”;
  • მოსწავლეებს გამოუმუშავდათ საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვის უნარი, რაც ხელს შეუწყობს მათი თემის აქტიურ წევრებად ჩამოყალიბებას;
  • საპროექტო წინადადებების მომზადებამ და მისმა პრეზენტაციამ შექმნა საკუთარი პრობლემების გამოვლენის, პროექტის მომზადებისა და ფინანსური მხარდაჭერის მოძიებისათვის სხვადასხვა სტრუქტურებში მისი წარდგენის საუკეთესო პრაქტიკა.


პროექტის სახლეწოდება “აგრარული ახალგაზრდული კლუბების ჩამოყალიბება”

მხარდამჭერი ორგანიზაცია: CARE/WGCMI


პროექტის მიზანი: მოსწავლეთა აგრარული განათლების დონის ზრდა და პრაქტიკული უნარჩვევების დაუფლება, რათა მომავალში მათ შეძლონ აწარმოონ ჯანსაღი ბიზნესი და იცხოვრონ აქტიური მოქალაქის ცხოვრებით.

ჩატარებული საქმიანობები: პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონის 9 სოფლის საშუალო სკოლაში ჩამოყალიბდა აგრარული ახალგაზრდული კლუბები, რისთვისაც: თითოეულ სკოლაში ჩატარდა მობილიზაციის შეხვედრები; განისაზღვრა სკოლის საჭიროებები; ჩატარდა სასოფლო სამეურნეო და ბიზნესკონსულტაციები; ტრენინგ-პროგრამები ორგანიზაციული განვითარების შესახებ. პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავების მიზნით მოეწყო სკოლის სასწავლო ნაკვეთები: დაირგო კივის, თხილის, ვენეხის და ციტრუსის ნერგები, შეძენილია ფუტკრის ოჯახები, დაითესა ერთწლიანი კულტურები: კარტოფილი, სიმინდი. სამუშაოებში მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობას ღებულობდნენ მოხალისე მშობლები და მასწავლებლები.
შედეგები:
  • ახალგაზრდული კლუბის წევრებმა გაიარეს თეორიული კურსი კულტურათა მოვლის აგროქიმიური და აგროტექნიკური ღონისძიებების შესახებ. გაეცნენ ცხოველთა მოვლა-პატრონობის ახალ ტექნოლოგიებს;
  • პროექტის მიმდინარეობის მანძილზე მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკულად განემტკიცებინათ სასკოლო სადემონსტრაციო ნაკვეთებზე;
  • სადემონსტრაციო ნაკვეთიდან მიღებული შემოსავალი მოხმარდა კვლავწარმოებას და კლუბის მიმდინარე საჭიროებებს: შეკეთდა სასწავლო ოთახი, მოეწყო ექსკურსიები, საგანმანათლებლო შეხვედრები და სხვა.
  • კლუბის საქმიანობაში მონაწილეობა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, წარმოაჩინონ ის ღირებულებები, რომლებიც ახასიათებს სოფლის მეურნეობაში კარიერის შექმნას და უზრუნველყოფს მოსწავლეებს იმ შესაძლებლობებით, რომლებიც დაეხმარება მათ ლიდერობის, პიროვნულობისა და კარიერისათვის საჭირო უნარჩვევების გამომუშავებაში.


სიახლე
,,იგრძენი თავი დაცულად“
ოჯახური ძალადობა საზოგადოების პრობელმაა და მოიცავს საზოგადოებრივი ურთიერთობების ყველა ასპექტს. მისი შედეგები აისახება სოციალური ყოფის სხვადასხვა სფეროებში და უკავშირდება მოზარდების უფლებების დაცვას, სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას. დიდი ხანი არ არის რაც ეს თემა განხილვის საგანია საქართველოში, აქედან გამომდინარე, ოჯახური ძალადობა ღიად არ განიხილება საზოგადოებაში. პრობლემა უფრო მწვავედ დგას სოფლის მოსახლეობაში.
„ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალეობა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის გზით საქართველოსა და მოლდოვაში“
საქართველო და მოლდოვა მსგავს ნაბიჯებს დგამენ ევროკავშირთან დაახლოვებისათვის. დემოკრატიის გაძლიერება, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა ორივე ქვეყნის მთავრობის მიერ აღიარებულია, როგორ ძირითადი პრიორიტეტები. ადგილობრივი თვითმმართველობა არის მოქალაქის უფლება და შესაძლებლობა ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების დახმარებით მოახერხოს სხვადასხვა საკითხების გადაჭრაში მონაწილეობის მიღება.
,,წინ სრულყოფილი ცხოვრებისაკენ"
გურიის აგრობიზნეს ცენტრი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ანხორციელებს პროექტს „წინ სრულყოფილი ცხოვრებისაკენ“. პროექტი მიზნად ისახავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა გრძელვადიან რეაბილიტაციას და რეინტეგრაციას, რომლის მიზანია მათი ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერება, ასევე, საზოგადოების სხვადასხვა სექტორთან ახლო თანამშრომლობის საფუძველზე ფსიქო-სოციალური მზრუნველობა.
საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა
28 – 29 ნოემბერს, ჩეხეთის კარიტასისა და ჩეხეთის განვითარების მიერ დაფინანსებული პროექტის ,ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გაუმჯობესება სამოქალაქო მონაწილეობის გზით” ფარლებში ჩატარდა საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის პირველი სამუშაო დღე ჩატარდა ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს შენობაში მუნიციპალური საკრებულოს სხდომათა დარბაზში. შეხვედრას ესწრებოდნენ: კატერინა ზეზულკოვა (ჩეხეთის რესპუბლიკა), ვიტალი შრეკი (მოლდოვის რესპუბლიკა), ნიკოლაი დანდისი (ჩეხეთის რესპუბლიკა).

Created By Pro-Service
Copyright © 2017 GABC. All rights reserved.