GeorgianEnglish
ჩვენს შესახებახალი ამბებითანამშრომელთა პროფილებიკონტაქტიბლოგი
პროექტის სახელწოდება: ,,დემოკრატიის სწავლების მოდელი''
მხარდამჭერი ორგანიზაცია: ევროკავშირი
პროექტის ხანგრძლივობა: 01.01.2012 – 01.08.2012

პროექტი განხორციელდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირთან ერთად. 
პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავდა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ჯანსაღი დიალოგის ინიცირებას სამოქალაქო საზოგადოების ეფექტურობის საფუძველზე და მათ შორის მტკიცე პოზიტიური ურთიერთობების მხარდაჭერას. სექტორებს შორის ნდობის გაზრდას და გაძლიერებას და საბოლოოდ, ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მთავრობის მხრიდან ანგარიშვალებულების და გამჭვირვალეობის უზრუნველყოფას და დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას საქართველოს რეგიონებში. თითოეული ეს მიზანი ემსახურება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების ხელშეწყობას და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას. 
მედიაციის პროცესის წარმართვას ადგილობრივ მთავრობასა და საზოგადოებას შორის, ერთის მხრივ, მთავრობის მიერ უზრუნველყოფილი მომსახურების ხარისხისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, რომელიც გულისხმობს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის გაძლიერებას და მეორეს მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ მონაწილეობას ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და თემის პრობლემების გადაჭრას, ადგილობრივი მთავრობის საქმიანობის მონიტორინგი და პრობლემების გადაჭრას მედიაციის გზით.

პროექტის განმავლობაში განხორციელდა შემდეგი საქმიანობები:
  1. შეიქმნა პროექტის სამუშაო ჯგუფი;
  2. შეირჩა სამიზნე თემები;
  3. შეიქმნა მედიატორთა ჯგუფი;
  4. ჩამოყალიბდა გურიის მედიატორთა ასოციაცია;
  5. ჩატარდა ტრეინინგი გურიის მედიაოტრთა ასოციაციისთვის;
  6. თემის წევრებისთვის ჩატარდა საინფორმაციო სესიები;
  7. განხორციელდა ადგილობრივი მთავრობის საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება;
  8. განხორცილედა მედიაციის პროცესები;
  9. განხორციელდა საინფორმაციო საქმიანობები;
  10. ჩატარდა პროექტის საბოლოო პრეზენტაცია.
მედიატორთა ასოციაციის ჩამოყალიბება
ა(ა)იპ ,,გურიის მედიატორთა ასოციაცია" ჩამოყალიბდა პროექტის ,,დემოკრატიის სწავლების მოდელი" – ს ფარგლებში. ასოციაციაში გაწევრინებულია პროექტის ფარგლებში თითეული სამიზნე თემში შექმნილი მედიატორთა ჯგუფის წევრები, პროექტის სტაფი და სხვა დაინტერესებული პირები. ასოციაციის წევრია 6 სოფლის 30 წარმომადგენელი.
ასოციაციის წევრები აქტიურად წარმართავდნენ მედიაციის პროცესებს დაგეგმილი საქმიანობების განხორციელებისას და ასრულებდნენ მედიატორის როლს საზოგადოებასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, რათა მიღწეულ ყოფილიყო ხელისუფლების მიერ გაუმჯობესებული სერვისების მიწოდება და მათი ეფექტურობა. 
ასოციაციის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესება ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურობის გზით. 




პროექტის სახელწოდება: "კანონის აღსრულება საზოგადოებრივი უფლებების დასაცავად"

მხარდამჭერი ორგანიზაცია: “ევროკავშირი”


გურიის აგრობიზნესცენტრმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირთან ერთად განახორციელა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტი - " კანონის აღსრულება საზოგადოებრივი უფლებების დასაცავად ".

პროექტის მიზანი
: სამიზნე თემებში მთავრობასა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმის დანერგვა, რომელიც საშუალებას მისცემს თემის თითოეულ წევრს ხმამაღლა და თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი თემში მიმდინარე პროცესების შესახებ, მოხდეს აზრთა თავისუფალი ურთიერთგაცვლა ერთის მხრივ თემის წევრებსა და მეორეს მხრივ, მართვის ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლებს შორის, გაადვილდეს მართვის ორგანოების საქმიანობის მონიტორინგისა და კონტროლირების მექანიზმი, რათა საბოლოო ჯამში მიღწეულ იქნას მართვის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალეობისა და ადგილობრივ გადაწყვეტილებებში მოსახლეობის ჩართულობის მაღალი დონე.

განხორციელებული საქმიანობები:

სამუშაო ჯგუფის შექმნა:
პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და განისაზღვრა მისი სტრატეგია: თემის რესურსების მოკვლევა და ანალიზი; საინფორმაციო სესიების ორგანიზება; ინდივიდუალური კონსულტაციების ჩატარება; საბიუჯეტო წინანდადებების მომზადების პროცესში მონაწილეობა და კონსულტირება; საბიუჯეტო წინადადებების განხორციელების მონიტორინგი.

ადვოკატირების ჯგუფების შექმნა:
თითოეულ სამუშაო თემში შეიქმნა ადვოკატირების ჯგუფები და განისაზღვრა მათი სტრატეგია: საზოგადოებრივი აზრის მოკვლევის პროცესში მონაწილეობის მიღება, თემის განვითარების გეგმის, საბიუჯეტო წინადადებების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება; საბიუჯეტო წინადადებების განხორციელების მონიტორინგის პროცესში ჩართულობა. თითოეულ თემში შეირჩა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი- 5-6 პიროვნება;

საზოგადოებრივი რესურსების მოკვლევა:
კვლევის საგანს წარმოადგენდა ”თვითმმართველობის შესახებ” ახალი კანონის ეფექტურობა საზოგადოებაში, თემის პრიორიტეტული პრობლემების გამოვლენა და საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობის ხარისხი.სულ გამოკითხულ იქნა 680 ადამიანი.

საინფორმაციო სესიების ორგანიზება: თემის წევრთა სამოქალაქო ცნობირების ამაღლების მიზნით ორგანიზებულ იქნა საინფორმაციო სესიები შემდეგ თემებზე: ”კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”; ”თვითმმართველობის კონსტიტუციური საფუძვლები”; ”საბიუჯეტო წინადადებების მომზადება”; ბიზნესდაგეგმარება”; ”ფანდრაიზინგი და ფინანსური სახსრების მოძიების ფორმები”; საზოგადოებრივი მონიტორინგი”; საინფორმაციო სესიებში მონაწილეობდა  800 -ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 45% ქალი.

სამუშო შეხვედრების ორგანიზება შემდეგ საკითხებზე:
2008 წლის საბიუჯეტო წინადადებების მომზადება; 2009 წლის საბიუჯეტო წინადადებების მომზადება; თემის ეკონომიკური განვითარების პროექტების მომზადება; განხორციელებული საბიუჯეტო წინადადებების მონიტორინგი;

მრგვალი მაგიდების ორგანიზება:
შეხვედერები თემის დეპუტატთან და რწმუნებულთან და მათთვის საბიუჯეტო წინადადებების წარდგენა;

შედეგები:
  • 260 წევრმა მიიღო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის და ამ პროცესებში მონაწილეობის უფლება-მოვალეობების შესახებ;
  • 220 ადამიანი მონაწილეობას ღებულობდა საბიუჯეტო წინადადებების მომზადების პროცესში
  • 180 ადამიანმა მიიღო ინფორმაცია ბიზნესის წარმოების, ფონდების მოძიების გზების და ბიზნესურთიერთობების ფორმების შესახებ;
  • 140 ადამაინი მონაწილოებდა საბიუჯეტო წინადადებების მონიტორინგის პროცესში;
  • თემის 120 წევრი გაეცნო საკუთარი თემის ეკონომიკურ რესურსებს და ჩაერთო ეკონომიკური განვითარების გეგმის მომზადების პროცესში;
  • თემის 320 წევრმა მონაწილეობა მიიღო ”მრგვალი მაგიდების” შეხვედრებში;
  • მომზადდა 20 საბიუჯეტო წინადადება;
  • მომზადდა 6 ეკონომიკური ხასიათის პროექტი;
  • ადგილობრივიმ მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა 7 საბიუჯეტო წინადადება საერთო ღირებულებით ///// ლარი
  • სხავდა სხვა საკრედიტო და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინასდა 4 ბიზნესპროექტი საერთო ღირებულებით 180.00 ლარი.

 

 პროექტის სახელწოდება: "კანონის უზენაესობის განმტკიცება საზოგადოებაში"

მხარდამჭერი ორგანიზაცია: “ევროკავშირი”


გურიის აგრობიზნესცენტრმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირთან ერთად განახორციელა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტი - "კანონის უზენაესობის განმტკიცება საზოგადოებაში".

პროექტის მიზანი: გურიის ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირებულობა და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გურიის რეგიონში მიწათსარგებლობისა და პრივატიზაციის პროცესის ეფექტურად განხორციელებისათვის; მართვის ადგილობრივ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით ადგილობრივი რესურსების ოპტიმალური განაწილებისა და გამოყენების ეფექტური მექანიზმების დამკვიდრება.

განხორციელებული საქმიანობები: თემებში ადვოკატირების ჯგუფების შექმნა; თემის მოსახლეობის გამოკითხვა და მისი ანალიზი; საინფორმაციო სესიების ორგანიზება: “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზაციის პროცესის მიმდინარეობა”; "ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში"; "თვითმმართველობა და თანამონაწილეობრივი ბიუჯეტირება"; "საბიუჯეტო პროექტების მომზადება". ინდივიდუალური ეკონომიკური და იურიდიული კონსულტაციები; საბიუჯეტო წინადადებების მომზადება და განხილვა; მრგვალი მაგიდების ორგანიზება თემის რწმუნებულების და დეპუტატების მონაწილეობით; საბიუჯეტო წინადადებების წარდგენა რაიონულ მინიციპალიტეტებში დაფინანსების მიზნით; საინფორმაციო ბიულეტენების და ბუკლეტის გამოცემა-გავრცელება.

შედეგები:

  • სამუშაო თემების 260 წევრმა მიიღო ინფორმაცია მიწის პრივატიზაციის შესახებ;
  • 240 წევრმა მიიღო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ და ამ პროცესებში მონაწილეობის უფლება-მოვალეობების შესახებ;
  • 110 წევრმა მიიღო საჭირო ინდივიდუალური იურიდიული კონსულტაცია;
  • 180 წევრმა მიიღო გამოცდილება საბიუჯეტო პროექტების მომზადებაში;
  • 870 ადამიანი მონაწილეობას ღებულობდა თემის პრობლემების კვლევაში, რაც საფუძვლად დაედო მიწის პრივატიზაციის საკითხის აქტიურ განხილვას და საბიუჯეტო წინადადებების მომზადებას;
  • 220 წევრი მონაწილეობას ღებულობდა საკუთარი თემის საბიუჯეტო წინადადებების მომზადების პროცესში;
  • 200 წევრი გაეცნო საკუთარი თემის ეკონომიკურ რესურსებს და ჩაერთო თემის ეკონომიკური განვითარების გეგმის მომზადების პროცესში;
  • მომზადდა 12 საბიუჯეტო წინადადება; 5 საბიუჯეტო წინადადება წარდგა რაიონული გამგეობის და მუნიციპალიტეტის წინაშე დაფინანსების მიზნით;
  • 63 ადამიანმა მიიღო მომსახურება (კონსულტაცია) "ცხელი ხაზის" საშუალებით.
  • ადვოკატირების ჯგუფის წევრები მონაწილეობას მიიღებს საპრივატიზებო კომისიის მუშაობაში;
  • საბიუჯეტო წინადადებების მომზადების პროცესში მონაწილეობას ღებულობდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები.

პროექტის სახელწოდება: "საზოგადოება და ადგილობრივი ხელისუფლება"

მხარდამჭერი ორგანიზაცია: ევრაზიის ფონდი


პროექტის მიზანი: საქმიანი წრეებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გამჭვირვალეობის პრინციპზე დამყარებული თანამშრომლობით, მოქალაქეთა ადგილობრივი ბიუჯეტის და სასოფლო-სამეურნეო სტრატეგიის ფორმირების პროცესში ჩართვის სტიმულირება.

განხორციელებული საქმიანობები: პროექტის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მუშაობდა ადგილობრივ ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის. შესწავლილ იქნა პრობლემები, რომლებიც აფერხებს სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებას ოზურგეთის რაიონის 28 სოფელში (საკრებულო, დაბა, თემი); ანკეტური გამოკითხვის საფუძველზე შეირჩა 10 სამუშაო სოფელი; შესწავლილ იქნა თითოეული თემის ეკონომიკური რესურსები; შემუშავდა რეკომენდაციები აღნიშნული რესურსების მობილიზაციისა და თემის ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით; მოხდა მოსახლეობის ჩართვა სოფლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემუშავების პროცესში; ჩატარდა ბიუჯეტის პროექტის ღია მოსმენები; გამოისცა სამი ყოველკვარტალური ბიულეტენი.

შედეგები:

  • ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერება და ფერმერების უზრუნველყოფა იმ საშუალებებით, რათა მათ შეძლონ თავიანთი პრობლემების გამოვლენას და გადაწყვეტა;
  • ჩამოყალიბდა სახალხო პარტნიორობა ფერმერებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მთავრობას შორის რეგიონალური და ადგილობრივი ინიციატივების ხელშესაწყობად;
  • გაუმჯობესდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისა და ფერმერების ინფორმირებისა და გათვითცნობიერების დონე მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ დემოკრატიის პირობებში;
  • პროექტის ფარგლებში სპეციალური ჯგუფის მიერ შერჩეული სოფლების საკრებულოს წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან ჩატარებული საქმიანობები მათ ურთიერთობაში პირველი პრეცენდენტი იყო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების, თავიანთი პრობლემების გამოვლენასა და გადაწყვეტაში საზოგადოების როლის გაძლიერების, სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის მიზნით.


სიახლე
,,იგრძენი თავი დაცულად“
ოჯახური ძალადობა საზოგადოების პრობელმაა და მოიცავს საზოგადოებრივი ურთიერთობების ყველა ასპექტს. მისი შედეგები აისახება სოციალური ყოფის სხვადასხვა სფეროებში და უკავშირდება მოზარდების უფლებების დაცვას, სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას. დიდი ხანი არ არის რაც ეს თემა განხილვის საგანია საქართველოში, აქედან გამომდინარე, ოჯახური ძალადობა ღიად არ განიხილება საზოგადოებაში. პრობლემა უფრო მწვავედ დგას სოფლის მოსახლეობაში.
„ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალეობა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის გზით საქართველოსა და მოლდოვაში“
საქართველო და მოლდოვა მსგავს ნაბიჯებს დგამენ ევროკავშირთან დაახლოვებისათვის. დემოკრატიის გაძლიერება, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა ორივე ქვეყნის მთავრობის მიერ აღიარებულია, როგორ ძირითადი პრიორიტეტები. ადგილობრივი თვითმმართველობა არის მოქალაქის უფლება და შესაძლებლობა ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების დახმარებით მოახერხოს სხვადასხვა საკითხების გადაჭრაში მონაწილეობის მიღება.
,,წინ სრულყოფილი ცხოვრებისაკენ"
გურიის აგრობიზნეს ცენტრი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ანხორციელებს პროექტს „წინ სრულყოფილი ცხოვრებისაკენ“. პროექტი მიზნად ისახავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა გრძელვადიან რეაბილიტაციას და რეინტეგრაციას, რომლის მიზანია მათი ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერება, ასევე, საზოგადოების სხვადასხვა სექტორთან ახლო თანამშრომლობის საფუძველზე ფსიქო-სოციალური მზრუნველობა.
საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა
28 – 29 ნოემბერს, ჩეხეთის კარიტასისა და ჩეხეთის განვითარების მიერ დაფინანსებული პროექტის ,ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გაუმჯობესება სამოქალაქო მონაწილეობის გზით” ფარლებში ჩატარდა საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის პირველი სამუშაო დღე ჩატარდა ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს შენობაში მუნიციპალური საკრებულოს სხდომათა დარბაზში. შეხვედრას ესწრებოდნენ: კატერინა ზეზულკოვა (ჩეხეთის რესპუბლიკა), ვიტალი შრეკი (მოლდოვის რესპუბლიკა), ნიკოლაი დანდისი (ჩეხეთის რესპუბლიკა).

Created By Pro-Service
Copyright © 2017 GABC. All rights reserved.