GeorgianEnglish
ჩვენს შესახებახალი ამბებითანამშრომელთა პროფილებიკონტაქტიბლოგი

პროექტის სახელწოდება
“თემის ეკონომიკური განვითარებისა და მარკეტინგული შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა” მხარდამჭერი ორგანიზაცია: CHF Int-GEII

 

როექტის მიზანი: თემის ეკონომიკური ინტერესების განვითარების ხელშეწყობა და აგრობიზნესის წარმომადგენელთა ეკონომიკური ცნობიერების დონის ამაღლება;
ჩატარებული საქმიანობები: პროექტის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს 2 თემში დელტასუბანი (თერჯოლის რაიონი) და კიბე (ხელვაჩაურის რაიონი) ჩამოყალიბდა ეკონომიკური ჯგუფები და კენკროვანი ხილის და წაბლის მწარმოებელ ფერმერთა ასოციაცია ”ქედა” და ყურძნის და რძის პროდუქტების მწარმოებელ ფერმერთა ასოციაცია ”საზანო”; ჩატარდა აგრობიზნეს ტრენინგები თემაზე: ფერმერული ასოციაციების როლი და მნიშვნელობა საქართველოს აგრარულ სექტორში; თემის განვითარების ხელშეწყობა და მარკეტინგული შესაძლებლობების ზრდა; ეფექტური ბიზნესდაგეგმარება. მომზადდა ეკონომიკური ჯგუფების საქმიანობის ამსახველი ბიზნესგეგმები და საკრედიტო განაცხადი. მოეწყო შეხვედრები საქართველოში მოქმედ წაბლის და ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის დაწყების მიზნით; მოეწყო ”მრგვალი მაგიდის" შეხვედრები ფერმერული ასოციაციის წევრებსა და გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს შორის;

შედეგები:
  • ტრენინგ პროგრამაში მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს 2 თემის 80-მდე წევრმა.
  • ჩამოყალიბდა და რეგისტრაცია გაიარა 2 ფერმერულმა გაერთიანებამ: წაბლის და კენკროვანი ხილის მწარმოებელი ფერმერთა ასოციაცია ”ქედა”; ყურძნის მწარმოებელ ფერმერთა ასოციაცია ”საზანო”;
  • წაბლის მწარმოებელი ფერმერეთა ასოციაცია დაუკავშირდა შპს ”რუბიკონს” და მოახდინა 45 ტ წაბლის რეალიზაცია, რომელიც მომდევნო წლებშიც გაგრძელდება;
  • ყურძნის მწარმოებელ ფერმერთა ასოციაცია დაუკავშირდა შპს ”მეღვინეობა ხარებას” და მოახდინა 115 ტ ყურძნის რეალიზაცია, თანამშრომლობა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება;
  • ინდ. შემსყიდველებისა და გადამზიდების მიერ რეალიზებულ იქნა 40 ტ სუბტროპიკული ხურმა.
    წაბლის რეალიზაციით შემოსავალი მიიღო 118 ფერმერმა;
  • ყურძნის ერთობლივი რეალიზაციით შემოსავალი მიიღო 90 ფერმერმა;
  • გაწეული მომსახურებისათვის ასოციაციის წევრებმა მიიღეს შემოსავალი


პროექტის სახელწოდება: “ეფექტური ბიზნესდაგეგმარება"
მხარდამჭერი ორგანიზაცია:CHF Int-GEII


პროექტის მიზანი:
თემის ეკონომიკური ინტერესების განვითარების ხელშეწყობა და აგრობიზნესის წარმომადგენელთა ეკონომიკური და სამოქალაქო ცნობიერების დონის ამაღლება;
ჩატარებული საქმიანობები: პროექტის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს (გურია, სამეგრელო, აჭარა, იმერეთი) 22 თემში ორგანიზაციის კონსულტანტების თითოეულ სამუშაო თემში შექმნილი ეკონომიკური ჯგუფებისათვის ჩატარდა აგრობიზნესტრენინგი შემდეგ საკითხებზე: თემის ეკონომიკური მოკვლევა; ბიზნესდაგემარების არსი და მნიშვნელობა; ეკონომიკური რესურსები და მათი ოპტიმალური გამოყენების აუცილებლობა საბაზრო ეკონომიკის პირობებში; მარკეტინგი; ფინანსური წყაროები; გადასახადები; ფინანსური მენეჯმენტი; თითოეული ეკონომიკური ჯგუფისათვის მომზადდა ეკონომიკურ განვითარების გეგმა;

შედეგები:
  • განხორციელებული ტრენინგპროგრამის საფუძველზე ეკონომიკური ჯგუფის წევრები გაეცნენ თემის ეკონომიკური დაგეგმვის პრინციპებსა და ეკონომიკური განვითარების გეგმის მომზადების პრინციპებს;
  • გაეცნენ მენეჯმენტის ძირითადი პრინციპებს, მარკეტინგული საქმიანობის სწორად წარმართვის შესაძლებლობებს და ბაზრის შესწავლის აუცილებლობას;
  • ფერმერებს და მეწარმეებს საშუალება მიეცათ რეალისტურად შეაფასონ საკუთარი ბიზნეს შესაძლებლობანი, განსაზღვრონ მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები მარკეტინგული დაგეგმარებაში, შეძლონ ალღო აუღონ საბაზრო პრინციპების შესაბამისად მეურნეობის მოწყობასა და მის წარმართვას.



პროექტის სახელწოდება: "სუბტროპიკული მებაღეობის განვითარების სტრატეგია"
მხარდამჭერი ორგანიზაცია: CARE/West GCMI

პროექტის მიზანი:
ფერმერთა აგროეკონომიკური ცოდნის დონის ამაღლება და სუბტროპიკულ კულტურათა მოვლა-მოყვანის თეორიული და პრაქტიკული ურნარ-ჩვევების დაუფლება.
ჩატარებული საქმიანობები: პროექტის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს ორი რეგიონის (გურია, სამეგრელო) 8 თემში შემუშავდა სუბტროპიკული კულტურების (კივი, ციტრუსი) განვითარების სტრატეგია: პროექტის ფარგლებში განხორციელდა ბიზნეს და სასოფლო_სამეურნო ტრენინგ-პროგრამა პროექტში მონაწილე ფერმერთათვის. ფერმერები გაეცნენ პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის საბაზრო შესაძლებლობებს, თანამედროვე მეცნიერების მიღწევებს, ახალ ტექნოლოგიებს, რომლებიც ხელს შეუწყობს კულტურათა მაღალხარისხოვანი ჯიშების წარმოებასა და ამის საფუძველზე საბაზრო მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის პროდუქციის შექმნას; თითოეულ შერჩეულ თემში მოეწყო ციტრუსისა და კივის სადემონსტრაციო ნაკვეთები და სანერგე მეურნეობები. პლანტაციების დამუშავებისა და მოვლის პრაქტიკული ღონისძიებები განხორციელდა მაღალკვალიფიციური კონსულტაციების საფუძველზე;

შედეგები:
  • პროექტის სამიზნე თემის წევრება გაიარეს თეორიული კურსი აგროქიმიური და აგროტექნიკური ღონისძიებების შესახებ მებაღეობის განვითარებისა და ხილის წარმოება გადიდებისათვის.
  • პროექტის მიმდინარეობის მანძილზე ფერმერებს საშუალება ჰქონდათ მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკულად განემტკიცებინათ საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებში მაღალკვალიფიციური კონსულტაციების საშუალებით. ბიზნესის თანამედროვე პრინციპების შესახებ ტრენინგ-პროგრამის საფუძველზე გაიზარდა ფერმერთა ეკონომიკური ცნიობიერების დონე;
  • ფერმერები გაერკვნენ ფერმერული მეურნეობის არსსა და ძირითად პრინციპებში, მეურნეობის წარმატებით წარმართვისათვის ფინანსური დაგეგმარებასა და მართვის თანამედროვე მეთოდებში, მარკეტინგის როლის, ძირითადი პრინციპების, ბაზრის მოთხოვნებისა და მისი შესწავლის ძირითად ფორმებსა და მეთოდებში, ფერმერული მეურნეობის ორგანიზაციასთან დაკავშირებულ იურიდიულ პროცედურებში;
  • პროექტში მონაწილეობდა გურია-სამეგრელოს (ხობის რ-ნი) 8 თემის 280 ფერმერი, რომელთაც სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობიდან მიღებული კივის და ციტრუსის ნერგები დაურიგდათ უფასოდ, საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთზე გასაშენებლად.

პროექტის სახელწოდება:”მეციტრესე ფერმერთა ასოციაციის ჩამოყალიბება”
მხარდამჭერი ორგანიზაცია: ევრაზიის ფონდი



პროექტის მიზანი: ფერმერთა ფიზიკური თუ ინტელექტუალური პოტენციალის გაერთიანების შესაძლებლობათა ძიება;
ჩატარებული საქმიანობები: შესწავლილ იქნა გურიის რეგიონში მეციტრუსეობის დარგის განვითარების ძირითადი პრობლემები და პერსპექტივები; ჩატარდა სემინარები ციტრუსში აგროქიმიური და აგროტექნიკური ღონისძიებების შესახებ, ერთობლივი აგრო და მარკეტინგული ღონისძიებები. მოხდა ასოციაციის პოტენციურ ფერმერთა შერჩევა. ჩამოყალიბდა გურიის მეციტრუსე ფერმერთა ასოციაცია. განისაზღვრა ასოციაციის მართვის ორგანიზაციული სტრუქტურა. შეიქმნა მარკეტინგული, საფინანსო და ტექნიკური განყოფილებები. გამოშვებულ იქნა საინფორმაციო ბუკლეტი და ლიფლეტი მიმდინარე გადასახადების შესახებ. შედეგები:
  • ფერმერები გაეცნენ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ძირითად პრინციპებს.ასოციაცია საშუალებას იძლევა ციტრუსის წარმოების სრული მარკეტინგული ჯაჭვის განხორციელებისათვის. ასოციაციის საშუალებით წევრ ფერმერს შესაძლებლობა აქვს მიიღოს მომსახურების სრული პაკეტი.
  • ფერმერთა ასოციაციის შექმნა გახდა სტიმული საბაზრო პირობებში მეციტრუსეობის დარგის განვითარებისა და ახალი დარგობირვი ასოციაციების ჩამოყალიბებისა გურიის რეგიონში.
  • ფერმერული საქმიანობის შემთხვევაში გაუმჯობესდება რეგიონის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და გაიზრდება რეგიონის ფულადი შემოსავლები.
  • დღეისათვის ასოციაცია აერთიანებს რეგიონის 6 თემის 130 ფერმერს დღეისათვის ასოციაცია კონსულტაციებს უწევს გურიის და აჭარის რეგიონებში ჩამოყალიბებულ ფერმერულ გაერთიანებებს.

ჩვენს შესახებ

 საქართველო აგრარული ქვეყანაა და სოფლის მეურნეობა შეიძლება განვიხილოთ როგორც ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, რომლის სიძლიერესა და სიჯანსაღეზეა დამოკიდებულია ეკონომიკის აღმავლობა და საზოგადოების თითოეული წევრის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
 უკანასკნელ წლებში საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის დიდი ნაწილის წარმმართველი კერძო სექტორის ინიციატივა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მიღწეულ იქნა გარკვეული პროგრესი, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
 გურიის აგრობიზნესცენტრი მიზნად ისახავს გურიის რეგიონში სოფლის მეურნეობის და ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის ამაღლებას ფერმერთა უკეთ ინფორმირების, მეწარმეთა სწავლების, საექსპორტო ბაზრის გაძლიერების, საკრედიტო რესურსებთან ფერმერეთა და მეწარმეთა დაკავშირების, ახალგაზრდების განათლების და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირურთიერთობის დამყარების გზით. 
 ორგანიზაციამ დაარსებიდან დღემდე განახორციელა პროექტები სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით _ მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, ევრაზიის ფონდი, UNDP, WFP, CARE/West GCMI, IOCC, CHF Int, CARITAC, IESC.

Created By Pro-Service
Copyright © 2017 GABC. All rights reserved.