GeorgianEnglish
ჩვენს შესახებახალი ამბებითანამშრომელთა პროფილებიკონტაქტიბლოგი

გურიის აგრობიზნესცენტრი ჩამოყალიბდა ევროგაერთიანება TACIS-ის მიერ განხორციელებული "ბიზნესსაკონსულტაციო და სასწავლო ცენტრების პროგრამის" ფარგლებში. ამ მიზნით, ქ. ოზურგეთში დაარსებულ აგრობიზნესის მენეჯმენტისა და ფინანსების სასწავლო ცენტრში 1 წლის განმავლობაში უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები აწარმოებდნენ მსმენელთა სწავლებას აგრობიზნესის საკითხებში. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ 1999 წლის 9 ივლისს დაფუძნდა გურიის აგრობიზნესცენტრი, როგორც არაკომერციული, საზოგადოებრივი ორგანიზაცია.

გურიის აგრობიზნესცენტრის მისიაა სოფლის მეურნეობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში.

აღნიშნული მისიის მისაღწევად, ორგანიზაციის მიზნებია:
  • სოფლის მეურნეობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და მოდერნიზება აგრობიზნესცენტრის სპეციალისტების ცოდნისა და კონტაქტების გამოყენებით;
  • ბიზნეს საზოგადოებისათვის ბიზნეს-ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზება;
  • აგრარული საზოგადოებისათვის სასოფლო-სამეურნეო ტრენინგების ორგანიზება და სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა მეცნიერული მიღწევების დანერგვის მიზნით;
  • აგრობიზნესის მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა და ახალი ტექნოლოგიების მოზიდვა რეგიონის ბიზნესსექტორში;
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ქართველი და უცხოელი იმპორტიორებისა და ექსპორტიორების მოძიება, მათი პარტნიორობის შესაძლებლობების გამოვლენა;
  • კერძო ფერმერთა და აგრობიზნესმეწარმეთა დაკავშირება სხვადასხვა საფინანსო - საკრედიტო ორგანიზაციებთან და ქართველ და უცხოელ კრედიტის მომწოდებლებთან;
  • მოსწავლეთა და ახალგაზრდობის სტიმულირება იმ უნარჩვევების და გამოცდილების მისაღებად, რათა მომავალში აწარმოონ ჯანსაღი ბიზნესი და იცხოვრონ აქტიური მოქალაქის ცხოვრებით;
  • ბიზნესორგანიზაციებისა და ფერმერული გაერთიანებების ჩამოყალიბება და ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა, ფერმერთა და მეწარმეთა ერთობლივი საქმიანობების განხორციელების ხელშეწყობა;
  • ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება;
  • მთავრობასა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმის დანერგვა და საზოგადოების ფართო მასების ჩართვა რეგიონის, რაიონის, თემის სოციალურ-ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
  • დროებით უმუშევართა დასაქმების ხელშეწყობა;
კერძო სექტორის საინფორმაციო ბაზით უზრუნველყოფა. ორგანიზაციამ დაარსებიდან დღემდე განახორციელა პროექტები სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით - მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, ევრაზიის ფონდი, UNDP, WFP, CARE, IOCC, CARITAC international, CHF, IESC.

სიახლე
,,იგრძენი თავი დაცულად“
ოჯახური ძალადობა საზოგადოების პრობელმაა და მოიცავს საზოგადოებრივი ურთიერთობების ყველა ასპექტს. მისი შედეგები აისახება სოციალური ყოფის სხვადასხვა სფეროებში და უკავშირდება მოზარდების უფლებების დაცვას, სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას. დიდი ხანი არ არის რაც ეს თემა განხილვის საგანია საქართველოში, აქედან გამომდინარე, ოჯახური ძალადობა ღიად არ განიხილება საზოგადოებაში. პრობლემა უფრო მწვავედ დგას სოფლის მოსახლეობაში.
„ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალეობა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის გზით საქართველოსა და მოლდოვაში“
საქართველო და მოლდოვა მსგავს ნაბიჯებს დგამენ ევროკავშირთან დაახლოვებისათვის. დემოკრატიის გაძლიერება, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა ორივე ქვეყნის მთავრობის მიერ აღიარებულია, როგორ ძირითადი პრიორიტეტები. ადგილობრივი თვითმმართველობა არის მოქალაქის უფლება და შესაძლებლობა ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების დახმარებით მოახერხოს სხვადასხვა საკითხების გადაჭრაში მონაწილეობის მიღება.
,,წინ სრულყოფილი ცხოვრებისაკენ"
გურიის აგრობიზნეს ცენტრი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ანხორციელებს პროექტს „წინ სრულყოფილი ცხოვრებისაკენ“. პროექტი მიზნად ისახავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა გრძელვადიან რეაბილიტაციას და რეინტეგრაციას, რომლის მიზანია მათი ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერება, ასევე, საზოგადოების სხვადასხვა სექტორთან ახლო თანამშრომლობის საფუძველზე ფსიქო-სოციალური მზრუნველობა.
საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა
28 – 29 ნოემბერს, ჩეხეთის კარიტასისა და ჩეხეთის განვითარების მიერ დაფინანსებული პროექტის ,ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გაუმჯობესება სამოქალაქო მონაწილეობის გზით” ფარლებში ჩატარდა საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის პირველი სამუშაო დღე ჩატარდა ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს შენობაში მუნიციპალური საკრებულოს სხდომათა დარბაზში. შეხვედრას ესწრებოდნენ: კატერინა ზეზულკოვა (ჩეხეთის რესპუბლიკა), ვიტალი შრეკი (მოლდოვის რესპუბლიკა), ნიკოლაი დანდისი (ჩეხეთის რესპუბლიკა).

Created By Pro-Service
Copyright © 2017 GABC. All rights reserved.