საქართველო აგრარული ქვეყანაა და სოფლის მეურნეობა შეიძლება განვიხილოთ როგორც ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, რომლის სიძლიერესა და სიჯანსაღეზეა დამოკიდებულია ეკონომიკის აღმავლობა და საზოგადოების თითოეული წევრის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. უკანასკნელ წლებში საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის დიდი ნაწილის წარმმართველი კერძო სექტორის ინიციატივა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მიღწეულ იქნა გარკვეული პროგრესი, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. გურიის აგრობიზნესცენტრი მიზნად ისახავს გურიის რეგიონში სოფლის მეურნეობის და ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის ამაღლებას ფერმერთა უკეთ ინფორმირების, მეწარმეთა სწავლების, საექსპორტო ბაზრის გაძლიერების, საკრედიტო რესურსებთან ფერმერეთა და მეწარმეთა დაკავშირების, ახალგაზრდების განათლების და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირურთიერთობის დამყარების გზით. ორგანიზაციამ დაარსებიდან დღემდე განახორციელა პროექტები სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით - მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, ევრაზიის ფონდი, UNDP, WFP, UNDP, WFP, CARE/West GCMI, IOCC, CHF Int, CARITAC, IESC. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
- ფერმერულ მეურნეობათა განვითარება;
საბაზრო ეკონომიკის პირობებში სოფლის მეურნეობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ფერმერს საწარმოო საშუალებების სრული მეპატრონის სტატუსი ენიჭება. ეს კი ნიშნავს, რომ, რომ ფერმერი თვითონ ღებულობს გადაწყვეტილებას და ეკონომიკურად დაინტერესებულია რაციონალურად, სრულად და ეფექტურად გამოიყენოს საკუთარი მიწა, საწარმოო და ფულადი საშუალებები. იგი საზოგადოების აქტიური წევრი ხდება და მის აქტიურ მონაწილეობას აღნიშნულ სექტორში არსებული პრობლემების გადაწყვეტასა და მიმდინარე პროცესების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. ფერმერულ მეურნეობათა განვითარებისათვის ორგანიზაცია უზრუნველყოფს ტრენინგ პროგრამების ორგანიზებას, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას, ფერმერული გაერთიანებების ჩამოყალიბებასა და მისი განვითარების ხელშეწყობას, ფერმერთა ფიზიკური თუ ინტელექტუალური პოტენციალის გაერთიანებით ერთობლივი საქმიანობების განხორციელების ხელშეწყობას;
- მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება;
საბაზრო ეკონომიკაზე გადასავლას ადგილობრივი მეწარმეები მოუმზადებლები შეხვდნენ: მათთვის უცხო აღმოჩნდა კონკურენტულ გარემოში მუშაობა; დაიკარგა ტრადიციული ბაზრები, ხოლო ახალი ბაზრების მოძიება მოითხოვს ბიზნესის მართვის თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. ჯანსაღი ეკონომიკური გარემო მოითხოვს საბაზრო მექანიზმების შესაბამისად საქმიანობის დაგეგმვის, სწორი ეკონომიკური გათვლების გაკეთებას, ექსპერტებისა და სპეციალისტების რეკომენდაციებისა და შეხედულებების გათვალისწინებას. გურიის აგრობიზნესცენტრი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისათვის უზრუნველყოფს: მაღალკვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურება ბიზნესის დაგეგმვის, მარკეტინგის, წარმოების საშუალებათა მოძიების შესახებ; საერთაშორისო და ადგილობრივ საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მწარმოებელთა საკრედიტო რესურსებით უზრუნველყოფა; ბიზნესგეგმების და საკრედიტო განაცხადის მომზადება. - დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა
დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის სრულყოფის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მიმართულებად ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და მათი ჩართულობის მექანიზმის სრულყოფა არის მიჩნეული. დემოკრატიულ ქვეყნებში ფერმერი არა მარტო მწარმოებელი, არამედ საზოგადოების აქტიური წევრია, ის ამომრჩეველა. ამიტომ სახელმწიფო მართვაში მისი, როგორც საზოგადოების აქტიური წევრის აზრებისა და მოთხოვნების მაქსიმალური გათვალისწინება, მისი ხელისუფლების ორგანოებთან საქმიანი დიალოგი, ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების საქმიანობის კონტროლი ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს შექნისა და განვითარების აუცილებელი წინაპირობა და უმთავრესი საფუძველია. გურიის აგრობიზნესცენტრის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირებულობა და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გურიის რეგიონში ადგილობრივი ბიუჯეტის და სასოფლო-სამეურნეო სტრატეგიის ფორმირების პროცესში; ადგილობრივ ორგანოებთან მოსახლოების ურთიერთთამნამშრომლობის ინიცირება და მის საფუძველზე ადგილობრივი რესურსების ოპტიმალური განაწილებისა და გამოყენების ეფექტური მექანიზმების დამკვიდრების ხელშეწყობა. - ახალგაზრდობის აქტივობის ზრდა;
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილებები საზოგადოების ყველა სფეროს და ფენას შეეხო, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს. თანამედროვე ახალგაზრდობა, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრებნი, მოკლებულნი იყვნენ იმ აუცილებელ ურთიერთობებს, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა უნდა იქონის მათი მსოფლმხედველობისა და ინტელექტის დონის ჩამოყალიბებაზე. ახალგაზრდობა დიდი ხანია სოფლის მეურნეობას თავიანთ კარიერაში წარმატების მისაღწევად გამოუსადეგად მიიჩნევს. ბევრი ახალგაზრდა სკოლას უპერსპექტივოდ ამთავრებს და მცირე გამოცდილება თუ აქვს მისი ცოდნით მიაღწიოს რაიმე მიზანს. თანამედროვე ცხოვრებამ მოითხოვა განათლებული, მაგრამ ამავე დროს სოციალურად მობილური პიროვნებებისაგან შემდგარი საზოგადოება. ახალგაზრდებს დასჭირდათ ისეთი ახალი პროფესიული ცოდნის, უნარჩვევებისა და ფასეულობების შეძენა ან გამომუშავება, რაც მათ ამ სწრაფცვალებად და რთულ სამყაროში ქცევასთან, დამოკიდებულებებთან, ფასეულობებთან და მისწრაფებებთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში დაეხმარება. სწორედ ასეთი თაობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ახალგაზრდების გააქტიურება, მათი პროფესიონალური ზრდა, აქტიური მოქალაქის მენტალიტეტის ფორმირება გურიის აგრობიზნესცენტრის ერთერთი ძირითადი პრიორიტეტია.
გურიის აგრობიზნესცენტრი დასახული მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების არსებობით, ორგანიზაციის წევრებმა გაიარეს სტაჟირება აშშ და ევროპის /დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ლატვია, თურქეთი, საბერძნეთი/ ბიზნესორგანიზაციებში. მონაწილეობდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში.
|
|
|
,,იგრძენი თავი დაცულად“
ოჯახური ძალადობა საზოგადოების პრობელმაა და მოიცავს საზოგადოებრივი ურთიერთობების ყველა ასპექტს. მისი შედეგები აისახება სოციალური ყოფის სხვადასხვა სფეროებში და უკავშირდება მოზარდების უფლებების დაცვას, სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას. დიდი ხანი არ არის რაც ეს თემა განხილვის საგანია საქართველოში, აქედან გამომდინარე, ოჯახური ძალადობა ღიად არ განიხილება საზოგადოებაში. პრობლემა უფრო მწვავედ დგას სოფლის მოსახლეობაში.
|
|
|
|
,,წინ სრულყოფილი ცხოვრებისაკენ"
გურიის აგრობიზნეს ცენტრი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ანხორციელებს პროექტს „წინ სრულყოფილი ცხოვრებისაკენ“. პროექტი მიზნად ისახავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა გრძელვადიან რეაბილიტაციას და რეინტეგრაციას, რომლის მიზანია მათი ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერება, ასევე, საზოგადოების სხვადასხვა სექტორთან ახლო თანამშრომლობის საფუძველზე ფსიქო-სოციალური მზრუნველობა.
|
|
|
|
საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა
28 – 29 ნოემბერს, ჩეხეთის კარიტასისა და ჩეხეთის განვითარების მიერ დაფინანსებული პროექტის ,ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გაუმჯობესება სამოქალაქო მონაწილეობის გზით” ფარლებში ჩატარდა საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის პირველი სამუშაო დღე ჩატარდა ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს შენობაში მუნიციპალური საკრებულოს სხდომათა დარბაზში. შეხვედრას ესწრებოდნენ:
კატერინა ზეზულკოვა (ჩეხეთის რესპუბლიკა), ვიტალი შრეკი (მოლდოვის რესპუბლიკა), ნიკოლაი დანდისი (ჩეხეთის რესპუბლიკა).
|
|
|
|
|